1.2010 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
