1.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ დიზაინზე პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის ვადაში.
2.განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.
3.საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
4.ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელს უფლება აქვს, ცა ლკეული დიზაინისათვის მოითხოვოს ის პრიორიტეტი, რომელიც მას აქვს.
5.განაცხადს პრიორიტეტი არ დაუდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომლისთვისაც უკვე იყო მოთხოვნილი ადრინდელი პრიორიტეტი. [ 6. განაცხადის ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისას პრიორიტეტის უფლების აღდგენა დასაშვებია, თუ: ა) განმცხადებელმა განაცხადი საქპატენტში შეიტანა და პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნა წარადგინა პრიორიტეტის მოთხოვნის 6-თვიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა; ბ) პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნაში მითითებულია განაცხადის წარდგენის ვადის დარღვევის მიზეზი და ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება; გ) დადგინდება, რომ განაცხადის წარდგენის ვადა სათანადო ზომების მიღების მიუხედავად ან უნებლიედ დაირღვა.
7.საქპატენტი პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ პრიორიტეტის უფლების აღდგენისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.


