1.საქპატენტი დიზაინის რეგისტრაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას ინსტრუქციით დადგენილი წესით აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი).
2.დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში საქპატენტი განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას ინსტრუქციით დადგენილი წესით აქვეყნებს ბიულეტენში.
3.დიზაინერის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
