1.თუ ამ კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნა შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან შეტანილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ, საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით არეგისტრირებს დიზაინს რეესტრში.
2.საქპატენტი რეგისტრირებული დიზაინის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში და გასცემს მოწმობას.
3.მოწმობის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს საქპატენტი.
4.ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის მონაცემებს.


