1.ეს კანონი ვრცელდება იმ დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე: ა) რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ; ბ) რომლებიც ძალაშია ამ კანონის ამოქმედების დღისათვის.
2.განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქპატენტში მიმდინარეობს საქმის წარმოება, განიხილება 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს საპატენტო კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ.
21)დადგენილი წესით.
