1.ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.
2.იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები.
