საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. .
საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ
Article 19. (ამოღებულია)
Compare versions
1.სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. 2. სამსახურის მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა. 3. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მისი და მისი ოჯახის წევრთა ღირსების შელახვა, მათ მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. სამსახურის მოსამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა, მისი დაკავება, სამუშაო ადგილის, ბინის, სათავსის, მისი პირადი ან მის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს. 5. საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის სამსახურის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრთა დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ განთავისუფლებას. [მუხლი 19. (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. .
