საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

მუხლი 20. სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით უფლებამოსილი არ არიან, ჩაერიონ სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.

2.სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში ახორციელებს, ნამსახურობის 1 დღე 2 დღედ ეთვლება. სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

3.სადაზვერვო საქმიანობის საქართველოს საზღვრების გარეთ განხორციელებისთვის სააგენტოს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მის/მათ გათავისუფლებას.

4.სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისთვის საზღვარგარეთ იქნა დაკავებული ან დაპატიმრებული, სრულად უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის 1 დღე ნამსახურობის 3 დღედ ეთვლება.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო მიეცემა შესაბამისად ორმაგი ოდენობითა და სამმაგი ოდენობით.

6.სააგენტოს მოსამსახურისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან მისი გამოაშკარავების შედეგად მის მიერ პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის შემთხვევაში სააგენტო აღნიშნული გარემოების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის დასაქმებას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი VI. (ამოღებულია) საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №760 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 ივლ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²11²²201140395023559252920
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს დაზვერვის …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა