Legal.geLegal.ge
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.geLegal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ტრენინგები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

დაბრუნდი პანელზე

კითხვიდან შერჩეული შედეგები

ვიპოვეთ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ

გადახედე ამოცნობილ მიმართულებებს, აირჩიე 1-3 სპეციალისტი და გაუგზავნე ერთი კითხვა შერჩეულ სპეციალისტს/სპეციალისტებს.

როგორ შეირჩა სია

სისტემამ კითხვა შეადარა სამართლის მიმართულებებს და აჩვენა სპეციალისტები, რომლებსაც ამ თემებზე მუშაობენ.

შენი აღწერილი პრობლემა

მაქს. 3 სპეციალისტი

მჭირდება იურიდიული დახმარება: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", მუხლი 18.

 

ამოცნობილი მიმართულება

სამოქალაქო სამართალი › მემკვიდრეობისა და ქონების სამართალი
მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილებიშეგიძლია ერთდროულად 3-მდე სპეციალისტს მისწეროკითხვა ინახება კონფიდენციალურად
მაქს. 3 სპეციალისტიშესაბამისი მიმართულებები:სამოქალაქო სამართალი › მემკვიდრეობისა და ქონების სამართალი

აირჩიე სპეციალისტები, ვისაც კითხვა გაეგზავნება

ბარათზე დაჭერით მონიშნავ სპეციალისტს. პროფილის ნახვა შეგიძლია ცალკე გახსნილი ბმულით, ხოლო კითხვა ამ გვერდზე არ დაიკარგება.

სრული დირექტორიის ნახვა

შერჩეული სპეციალისტები

ნაპოვნია 4 სპეციალისტი

მხოლოდ ვერიფიცირებული პროფილები
იოსებ გაბარაევი | legal.ge

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

GBA
ავტორი

ადვოკატი იოსებ გაბარაევი დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქ გორში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, სადაც პროფესიული საქმიანობისთვის 2010 და 2015 წლებში გამოეცხადა მადლობა. 2019 წლიდან განაგრძობს კერძო საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. არის გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი და კითხულობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“. 2024 წლის მარტიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და საადვოკატო პრაქტიკა.

პროფილის ნახვა
პროფილი
მია ზოიძე | legal.ge

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

GBA
ავტორი

მია ზოიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატი და იურიდიული კომპანია „გიორგი ფანცულაია და პარტნიორები“-ს დამფუძნებელი პარტნიორი. იგი ფლობს სამართლისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხებს და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად იყენებს როგორც სამართლებრივ ცოდნას, ასევე კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ მიდგომებს. მია ზოიძე მუშაობს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნესთან დაკავშირებულ დავებს, ხელშეკრულებით ურთიერთობებს, ქონებრივ და საოჯახო საკითხებს, ასევე რთულ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებს. ჩაბარებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდები როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრაქტიკის განმავლობაში მონაწილეობდა საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ რეზონანსულ საქმეში. აქვს გამოცდილება მედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მიმართულებით. მია ზოიძე ახორციელებს სამართლებრივ წარმომდგენლობას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

პროფილის ნახვა
პროფილი
ირაკლი ღლონტი | legal.ge

ირაკლი ღლონტი

იურისტი

ირაკლი ღლონტი არის იურისტი და ბიზნეს სამართლის სპეციალისტი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ბიზნესის, ინვესტორებისა და კერძო პირების სამართლებრივი ინტერესების დაცვაში. მისი პრაქტიკა მოიცავს ბიზნეს საქმიანობის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას, კორპორაციულ სამართალს, კომერციულ ურთიერთობებს, მოლაპარაკებების წარმოებას, სამართლებრივი რისკების მართვასა და ადამიანის უფლებათა დაცვას, წარმომადგენლობას სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში თანამშრომლობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან, მსხვილ კომპანიებთან და სხვადასხვა სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან. როგორც იურიდიული კომპანია „ირაკლი ღლონტი და პარტნიორების“ დამფუძნებელი და დირექტორი, იგი კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ სამართლებრივ მომსახურებას, არამედ ბიზნესზე ორიენტირებულ, პრაქტიკულ და შედეგზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. მისი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და პოლიტიკურ სექტორებში საშუალებას აძლევს, კომპლექსური სამართლებრივი და ბიზნეს გამოწვევები ფართო ხედვითა და სტრატეგიული მიდგომით შეაფასოს. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ირაკლი ღლონტი გახლდათ არაერთი საერთაშორისო კონფერენციის სპიკერი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის ,,რეფორმატორები''-ის ლიდერი, თავმჯდომარე და ქ. თბილისის მერობის კანდიდატი, რაც მის ლიდერულ და საზოგადოებრივ გამოცდილებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. 2007 – 2008 - ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის იურისტი; 2009-2010 - ქ.თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამდივნოს (აპარატის) უფროსი; 2010-2012 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - სამმართველოს უფროსი; 2012 - 2014 -შპს ქართული კაპიტალის მართვის ჯგუფის დირექტორი; 2014-2018 - პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს თავმჯდომარე; ლიდერი; 2014 - ქ. თბილისის მერობის კანდიდატი; 2018 წლიდან დღემდე - იურიდიული კომპანია შპს ,,ირაკლი ღლონტი და პარტნიორები''-ს დირექტორი;

პროფილის ნახვა
პროფილი
ნინი ჩახუნაშვილი | legal.ge

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

მოგახსენებთ, რომ ვარ იურისტი, მაქვს იურისტად მუშაობის გამოცდილება არაერთ კერძო კომპანიაში, ამჟამად კი ვახორციელებ კერძო საადვოკატო საქმიანობას ,,თემურ ქავშაბაიას საადვოკატო ოფის''-ში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

პროფილის ნახვა
პროფილი