„სანავსადგურე ერთეული“ − საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა
