Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 15

საზღვაო კოდექსი

მუხლი 15

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით: ა) (ამოღებულია – 05.06.2012, №6386); ა 1 ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043); ბ) (ამოღებულია – 10.05.2022, №1547); ბ 1 ) ამ კოდექსის მიზნებისთვის − „სანავსადგურე ერთეული“ − საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა; ბ 2 ) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − საზღვაო შემთხვევა, რომელიც გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვით, ადამიანის გარდაცვალებით ან ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებით/დაზიანებით დასრულდა; ბ 3 ) სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, და გულისხმობს გემზე ხანძარს ან აფეთქებას, მის შეჯახებას, შეხებას, მეჩეჩზე დაჯდომას, უამინდობით ან ყინულთან კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებას, გემის კორპუსის გაბზარვას ან სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას ან სხვა შემთხვევას: ბ 3 .ა) რომელიც იწვევს გემის ძირითადი ძრავების გათიშვას, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების საცხოვრებელი ნაწილის სერიოზულ დაზიანებას, გემის კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და მისი მთლიანობის რღვევას და სხვა შედეგებს; ბ 3 .ბ) რომელიც გემის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის ან იწვევს გარემოს დაბინძურებას (მიუხედავად ზღვაში ჩაღვრილი ნივთიერებების რაოდენობისა) ან რომლის დროსაც გემს ბუქსირება ან სანაპიროდან დახმარება ესაჭიროება; ბ 4 ) ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ არის ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან სერიოზული საზღვაო შემთხვევა; ბ 5 ) საზღვაო ინციდენტი − მოკვლევის მიზნებისთვის − მოვლენა ან მოვლენათა თანხვდენა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიფიცირებული, როგორც საზღვაო შემთხვევა, ზემოქმედებას ახდენს საზღვაო უსაფრთხოებაზე. საზღვაო ინციდენტი შეიძლება გულისხმობდეს გემის ტექნიკურ გაუმართაობას, მისი აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეს, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს გემი ან საფრთხე შეუქმნას მას, გემზე მყოფ პირებს ან ბუნებრივ გარემოს, მაგრამ არ გამოიწვიოს ზიანი ან სერიოზული ზარალი; გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ – იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით; დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება სამსახური, რომელიც ახორციელებს სანაოსნო ურთიერთობას საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, სანავსადგურე ერთეულების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას; ე) VII თავში − „ზღვაში ჩაძირული ქონება“ − იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა; ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები; ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში; თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს; ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს; კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6546 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

რედაქციების შედარება

კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით: ა) (ამოღებულია – 05.06.2012, №6386); ა 1 ) III 1 თავში − „საკრუინგო საქმიანობა“ – იგულისხმება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის საშუამავლო საქმიანობა გემებზე მეზღვაურთა დასაქმების მიზნით; ბ) IV თავში – „საზღვაო ნავსადგური“ – იგულისხმება საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური, სამხედროს გარდა; გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ – იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით; დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება იმ სანაოსნო ურთიერთობის განმახორციელებელი სამსახური, რომელიც არსებობს საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, ნავსადგურების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას; ე) VII თავში − „ზღვაში ჩაძირული ქონება“ − იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა; ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები; ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები“მოთხოვნები “ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში; თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს; ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს; კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6546 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  3. 24 მაი. 2022
  4. 1 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  5. 1 მარ. 2013· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2012
  6. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2012
  7. 19 ივნ. 2012
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №42

0
ციტირებულია მუხლი
7
ცვლილება
ბოლო 2025-06-16
6
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 374

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 76—
  • 71—
  • 77—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114¹¹სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიის ან/და აკვატორიის ინფრასტრუქტურაზე სათანადო სანიტარიული პირობების დაუცველობა
  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
321114³114¹¹114⁶37476717733215
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო-სამაშველო სამს…მეზღვაურთა განათლებისა…ტრანსპორტის სფეროს მარ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026