ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით
ბავშვის საუკეთესო ინტერესები
კანონში განსაზღვრული 2 განმარტება
პრინციპი, რომელიც აღიარებს ბავშვის ინტერესების უპირატესობას ყველა სხვა სუბიექტის ინტერესებზე და მოიცავს ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3088 –
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)

