Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებმუხლი 3

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი; ბ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს ( ნაშვილებს) შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის; გ) გასაშვილებელი ბავშვი – პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში; დ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/ და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ე) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი ( შემდგომ – რეესტრი) – გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა; ვ) მშვილებელი ( მშვილებლები) – პირი ( პირები), რომელიც ( რომლებიც) აკმაყოფილებს ( აკმაყოფილებენ) გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რეგისტრირებულია ( რეგისტრირებული არიან) რეესტრში; ზ) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი – პირი ან მისი მეუღლე, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, გერი და, გერი ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი დის შვილი, გერი ძმის შვილი, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან რომელიმე მათგანის შვილი; თ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, არ არის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი და არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა; ი) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხო ქვეყანაში და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი; კ) მიმღები სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც შვილად აჰყავთ წარმოშობის სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი; ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვიც შვილად აჰყავთ მიმღებ სახელმწიფოში; მ) კომპეტენტური ორგანო – საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში უფლებამოსილების მქონე უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანო, აკრედიტებული ორგანო ან/ და სხვა უფლებამოსილი ორგანო; ნ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; ო) ნათესაური მინდობით აღზრდა – ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მისი ამ მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან განთავსება; პ) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღმზრდელთან განთავსება; ჟ) ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული ბავშვის დროებით სხვა მინდობით აღმზრდელთან განთავსებას; რ) სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მინდობით აღმზრდელად და გადამზადებულია განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მოვლისა და ზრუნვის საკითხებში; ს) მინდობით აღმზრდელი – დედობილი/ მამობილი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ამ კანონის 70- ე მუხლით განსაზღვრული პირი; ტ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი; უ) მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზა ( შემდგომ – მონაცემთა ბაზა) – მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის შესახებ მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა; ფ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არცერთი მშობელი არ ჰყავს; ქ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენიდან ვინაობის დადგენამდე; ღ) მშობლის ვინაობის დადგენა – მშობლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოპოვება; ყ) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; შ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება; ჩ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/ მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ც) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ძ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; წ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც  არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში – ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; ჭ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; ხ) შვილად აყვანის კომისია – ცენტრალური აპარატის სათათბირო სტრუქტურა, რომელიც წარმართავს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესს. მისი მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; ჯ) ბავშვის საუკეთესო ინტერესები – პრინციპი, რომელიც აღიარებს ბავშვის ინტერესების უპირატესობას ყველა სხვა სუბიექტის ინტერესებზე და მოიცავს ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3088 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5461 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.

რედაქციების შედარება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი; ბ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და შვილად აყვანილ ბავშვს ( ნაშვილებს) შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის; გ) გასაშვილებელი ბავშვი – პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში; დ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის პრობლემების ან/ და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვი, რომელსაც სპეციფიკური ზრუნვა ესაჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ე) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრი ( შემდგომ – რეესტრი) – გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა; ვ) მშვილებელი ( მშვილებლები) – პირი ( პირები), რომელიც ( რომლებიც) აკმაყოფილებს ( აკმაყოფილებენ) გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რეგისტრირებულია ( რეგისტრირებული არიან) რეესტრში; ზ) გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი – პირი ან მისი მეუღლე, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, გერი და, გერი ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი დის შვილი, გერი ძმის შვილი, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი ან რომელიმე მათგანის შვილი; თ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, არ არის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი და არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა; ი) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უცხო ქვეყანაში და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი; კ) მიმღები სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც შვილად აჰყავთ წარმოშობის სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვი; ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვიც შვილად აჰყავთ მიმღებ სახელმწიფოში; მ) კომპეტენტური ორგანო – საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში უფლებამოსილების მქონე უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანო, აკრედიტებული ორგანო ან/ და სხვა უფლებამოსილი ორგანო; ნ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; ო) ნათესაური მინდობით აღზრდა – ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მისი ამ მუხლის „ ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან განთავსება; პ) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღმზრდელთან განთავსება; ჟ) ჩამნაცვლებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული ბავშვის დროებით სხვა მინდობით აღმზრდელთან განთავსებას; რ) სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მინდობით აღმზრდელად და გადამზადებულია განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის მოვლისა და ზრუნვის საკითხებში; ს) მინდობით აღმზრდელი – დედობილი/ მამობილი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ამ კანონის 70- ე მუხლით განსაზღვრული პირი; ტ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი; უ) მინდობით აღსაზრდელთა და მინდობით აღმზრდელთა მონაცემთა ბაზა ( შემდგომ – მონაცემთა ბაზა) – მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირის, მინდობით აღსაზრდელისა და მინდობით აღმზრდელის შესახებ მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა; ფ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არცერთი მშობელი არ ჰყავს; ქ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენიდან ვინაობის დადგენამდე; ღ) მშობლის ვინაობის დადგენა – მშობლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოპოვება; ყ) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; შ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება; ჩ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/ მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ც) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ძ) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; წ) სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,– დაზარალებულთასოციალური დახმარებისმომსახურების სააგენტო, რომელიც   არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში – ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; ჭ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; ხ) შვილად აყვანის კომისია – ცენტრალური აპარატის სათათბირო სტრუქტურა, რომელიც წარმართავს საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესს. მისი მუშაობის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით; ჯ) ბავშვის საუკეთესო ინტერესები – პრინციპი, რომელიც აღიარებს ბავშვის ინტერესების უპირატესობას ყველა სხვა სუბიექტის ინტერესებზე და მოიცავს ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3088 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5461 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 თებ. 2020· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2019
  2. 11 ივლ. 2018
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №9

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2019-12-19
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 70

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 9გასაშვილებელი ბავშვი
  • 15შვილად აყვანის უპირატესი უფლება
  • 17მშვილებელი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება
  • 6შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი
  • 17შვილად აყვანის უპირატესი უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1239ცნება
  • 1254შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი
  • 1255ბავშვის თანხმობა გაშვილებაზე

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 3კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 350განცხადების შინაარსი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35012391254125534617157091733
მითითებამნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026