Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 3. კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი − 18 წლამდე არასრულწლოვანი; ბ) მოზარდი − ბავშვი 10 წლიდან 18 წლის მიღწევამდე; გ) ოჯახი − საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისგან; დ) მშობელი − ბავშვის დედა ან/და მამა; ე) მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვი − ბავშვი, რომელზედაც ნებისმიერი მიზეზის ან გარემოების გამო მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი სადღეღამისო ზრუნვას არ ახორციელებს; ვ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა − ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემისა და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ერთობლიობა: ვ.ა) ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა − სოციალური კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სისტემებში არსებული საქართველოს კანონმდებლობა, სხვა მარეგულირებელი ნორმები, პოლიტიკა და მომსახურებები, რომლებიც ემსახურება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და აღმოფხვრას. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა მხარს უჭერს და აძლიერებს ბავშვს და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელ პირებს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისა და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა ემსახურება განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემებში, ოჯახში და ნებისმიერ სხვა ადგილზე ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მისი ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრას; ვ.ბ) ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემა − სახელმწიფოს მიერ მიღებული საკანონმდებლო, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა ზომების ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება ბავშვის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობის გაძლიერებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მისი ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობით, ბავშვის აზრის მოსმენითა და მონაწილეობის უზრუნველყოფით, უთანასწორო მოპყრობის გარეშე; ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები − ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემისა და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამები, რომლებიც ემსახურება ბავშვთა, მათ შორის, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დანაშაულის მსხვერპლი ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, გაძლიერებისა და დაცვის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას მათი საუკეთესო ინტერესების, მონაწილეობის, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, სათანადო საცხოვრებელი პირობების, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, უთანასწორო მოპყრობის გარეშე; თ) ბავშვის საუკეთესო ინტერესები − ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით; ი) ალტერნატიული ზრუნვა − სახელმწიფოს მიერ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის ოჯახური ზრუნვის ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და უპირატესად ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს, ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელი განვითარების, აზრის მოსმენისა და მონაწილეობის და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს; კ) რეზიდენტული ზრუნვა − ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გამოიყენება შეძლებისდაგვარად უმოკლესი ვადით უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსება ან შვილად აყვანა შეუძლებელია; ლ) განათლების ინკლუზიური სისტემა − განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბრად მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების ან/და უნივერსალური დიზაინის გამოყენებით; მ) ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება − მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული; ნ) გონივრული მისადაგება − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც არ იწვევს არათანაზომიერი ვალდებულების წარმოშობას და უზრუნველყოფს ყველა ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად რეალიზებას; ო) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამის, მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც მას ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისე, რომ ადაპტირება და სპეციალური დიზაინის გამოყენება აუცილებელი არ არის. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად მისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდებას ან/და სხვაგვარად ხელის შეწყობას; პ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ჟ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვი – ბავშვი, რომელზედაც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის შესაძლებლობას, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზროს სხვადასხვა გამოწვევა, წინააღმდეგობა გაუწიოს და გაუმკლავდეს მათ და აღიდგინოს რესურსები, მათ შორის, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებულება, ბავშვობისას მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა, ძალადობა და მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4440 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. თავი II ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

რედაქციების შედარება

ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბავშვი − 18 წლამდე არასრულწლოვანი; ბ) მოზარდი − ბავშვი 10 წლიდან 18 წლის მიღწევამდე; გ) ოჯახი − საზოგადოების ძირითადი ჯგუფი და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივი გარემო, რომელიც ძირითადად შედგება ბავშვისგან, მისი მშობლისგან, მეურვისგან, მზრუნველისგან, დისგან, ძმისგან ან/და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირისგან; დ) მშობელი − ბავშვის დედა ან/და მამა; ე) მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვი − ბავშვი, რომელზედაც ნებისმიერი მიზეზის ან გარემოების გამო მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი სადღეღამისო ზრუნვას არ ახორციელებს; ვ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა − ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემისა და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ერთობლიობა: ვ.ა) ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა − სოციალური კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სისტემებში არსებული საქართველოს კანონმდებლობა, სხვა მარეგულირებელი ნორმები, პოლიტიკა და მომსახურებები, რომლებიც ემსახურება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებული რისკების პრევენციასა და აღმოფხვრას. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა მხარს უჭერს და აძლიერებს ბავშვს და მისი აღზრდისთვის პასუხისმგებელ პირებს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისა და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემა ემსახურება განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემებში, ოჯახში და ნებისმიერ სხვა ადგილზე ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მისი ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრას; ვ.ბ) ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემა − სახელმწიფოს მიერ მიღებული საკანონმდებლო, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა ზომების ერთობლიობა, რომლებიც ემსახურება ბავშვის მიერ ყველა უფლებისა და თავისუფლების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობის გაძლიერებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მისი ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობით, ბავშვის აზრის მოსმენითა და მონაწილეობის უზრუნველყოფით, უთანასწორო მოპყრობის გარეშე; ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები − ბავშვის დაცვის ეროვნული სისტემისა და ბავშვის მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროგრამები, რომლებიც ემსახურება ბავშვთა, მათ შორის, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დანაშაულის მსხვერპლი ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, გაძლიერებისა და დაცვის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას მათი საუკეთესო ინტერესების, მონაწილეობის, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის, განვითარების, განათლების, სათანადო საცხოვრებელი პირობების, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, უთანასწორო მოპყრობის გარეშე; თ) ბავშვის საუკეთესო ინტერესები − ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით; ი) ალტერნატიული ზრუნვა − სახელმწიფოს მიერ მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის ოჯახური ზრუნვის ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და უპირატესად ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს, ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელი განვითარების, აზრის მოსმენისა და მონაწილეობის და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს; კ) რეზიდენტული ზრუნვა − ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გამოიყენება შეძლებისდაგვარად უმოკლესი ვადით უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მინდობით აღზრდის მიზნით განთავსება ან შვილად აყვანა შეუძლებელია; ლ) განათლების ინკლუზიური სისტემა − განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბრად მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გონივრული მისადაგების ან/და უნივერსალური დიზაინის გამოყენებით; მ) ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება − მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული; ნ) გონივრული მისადაგება − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც არ იწვევს არათანაზომიერი ვალდებულების წარმოშობას და უზრუნველყოფს ყველა ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად რეალიზებას; ო) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამის, მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც მას ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომს ხდის ისე, რომ ადაპტირება და სპეციალური დიზაინის გამოყენება აუცილებელი არ არის. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად მისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდებას ან/და სხვაგვარად ხელის შეწყობას; პ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;წარმოდგენილი; ჟ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვი – ბავშვი, რომელზედაც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, რომლებიც აფერხებს მის შესაძლებლობას, სათანადო მხარდაჭერის გარეშე გაიაზროს სხვადასხვა გამოწვევა, წინააღმდეგობა გაუწიოს და გაუმკლავდეს მათ და აღიდგინოს რესურსები, მათ შორის, ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებულება, ბავშვობისას მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენა, კანონთან კონფლიქტში ყოფნა, ძალადობა და მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4440 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. თავი II ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 46ბავშვის სოციალური დაცვის უფლება
  • 2კოდექსის რეგულირების სფერო

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სოციალური დახმარების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 4კანონში გამოყენებული ტერმინები

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44234323346233
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…კანონთან კონფლიქტში მყ…ადრეული და სკოლამდელი …შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025