Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიბენეფიციარი
ლექსიკონი

ბენეფიციარი

კანონში განსაზღვრული 5 განმარტება

წყაროები:საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ · მუხლი 4სოციალური მუშაობის შესახებ · მუხლი 2სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ · მუხლი 3ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ · მუხლი 2სოციალური დახმარების შესახებ · მუხლი 4

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 4

შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მიუხედავად, პირი, რომელსაც აქვს მხედველობის, ფიზიკური შესაძლებლობის, აღქმის ან ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო სხვა უნარის ისეთი დარღვევა, რომლის გამოც მას ბეჭდური ნაწარმოების სხვა პირის თანაბრად კითხვა არ შეუძლია. ბენეფიციარად არ მიიჩნევა პირი, რომელსაც ბეჭდური ნაწარმოების კითხვა მხედველობის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი მარტივი დამხმარე საშუალების გამოყენებით შეუძლია. პირისთვის ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობის (ცნობის გაცემის/შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის გათვალისწინებით) წარდგენის შემთხვევაში

სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 2

ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

მუხლი 3

პირი, რომელიც იღებს შეწირულების სახით გადაცემულ სურსათს (საბოლოო მომხმარებელი)

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 2

მონაწილის მიერ ამ კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირი

სოციალური დახმარების შესახებ

მუხლი 4

სოციალური დახმარების მიმღები

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)