Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასოციალური მუშაობის შესახებმუხლი 2

სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას; ბ) ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს; გ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც მეყსეულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; დ) ვარაუდის საფუძველი – ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი – პირი, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; პირი, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; პირი, რომელიც იმყოფება ისეთ გარემოში ან ავლენს ისეთ ასოციალურ ქცევას, რომელიც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ჩაიდენს დანაშაულს (დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი პირი); ვ) სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი დაწესებულების მიერ ამ კანონის მიზნებისთვის გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი; ზ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს; თ) სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სოციალურ მუშაობას ატარებს ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფთან და რომელსაც მიღებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან სხვა განათლება; ი) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას; კ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფი – ჯგუფი, რომელშიც შედის ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, იძულებით გადაადგილებული პირი, უსახლკარო პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი, სხვა პირი, რომელიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში; ლ) ხანდაზმული – ფიზიკური პირი 65 წლის ასაკიდან.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 15 დეკ. 2022
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №10

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-12-15
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სოციალური დახმარების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 3—

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დაზღვევის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 4კანონში გამოყენებული ტერმინები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
324442242222232
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…პოლიციის შესახებსოციალური დახმარების შ…სამედიცინო-სოციალური ე…ფულის გათეთრებისა და ტ…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024