ადგილი, საიდანაც დასაბეგრი პირი ახორციელებს თავის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც ფუნქციონირებს დასაბეგრი პირის მმართველობითი ორგანო და მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები. შენიშვნა: თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები არ იძლევა დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას, უპირატესობა ენიჭება ადგილს, სადაც მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები
