იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს განეკუთვნება ფილმის ან კინომატიანის სიუჟეტის შექმნა, ფილმის ასლის გამრავლება, გაქირავება, ჩვენება, ფილმის აღდგენა, კინოდარბაზის ტექნიკური მომსახურება, კინომასალებისა და კინოაღჭურვილობის წარმოება, ფილმწარმოების მომსახურება (კინოტექნიკის გაქირავება, კინოკომპლექსის ან კინოპავილიონის იჯარა, კოსტიუმების შეკერვა, დეკორაციების მშენებლობა, გრიმისა და საგრიმიორო მასალების დამზადება, რეკვიზიტის დამზადება-გაქირავება, გადასაღები ტექნიკისა და სპეცეფექტების მომზადება, კინოფირის დამუშავება, ფილმის გახმოვანება, მუსიკალური გახმოვანება და სხვ.), საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ბეჭდვითი, საგამომცემლო, სარეკლამო-პროპაგანდისტული საქმიანობა კინოს სფეროში, ფილმის ან კინომატიანის ასლისა და საწყისი მასალების შენახვა
კინოორგანიზაცია
1 საკანონმდებლო განმარტება
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით
იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

