Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებმუხლი 4

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სპონსორობაკინო და ტელევიზია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კინემატოგრაფია (კინო) – ხელოვნების დარგი, რომელიც მოიცავს პროფესიულ, შემოქმედებით, საწარმოო, ტექნიკურ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას და მიმართულია კინოპროდუქციის შესაქმნელად და გასავრცელებლად; ბ) ფილმი – რეპროდუქციისათვის გამიზნული აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, რომელიც გარკვეული ჩანაფიქრის საფუძველზე აერთიანებს კინო-, ვიდეოფირზე, ლაზერულ დისკეტზე ან სხვა სახის ტექნიკურ საშუალებაზე აღბეჭდილ თანამიმდევრობით დაკავშირებულ კადრებს და აღიქმება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის დახმარებით; გ) სრულმეტრაჟიანი ფილმი – 52 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფილმი; დ) მოკლემეტრაჟიანი ფილმი – 52 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ფილმი; ე) კინომატიანე – დოკუმენტური მასალა, რომელშიც ასახულია წარსული მოვლენები ან ფაქტები და მისი გამოყენება შესაძლებელია მომავალში; ვ) ფილმის გაქირავება – მოგების მიღების მიზნით ფილმის ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით გავრცელება; ზ) ფილმის ჩვენება – კინოდარბაზში, აგრეთვე საეთერო, საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მაყურებლისათვის ფილმის დემონსტრირება; თ) ფილმის პროდიუსერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინიციატორი და პასუხისმგებელია ფილმის წარმოებასა და დაფინანსებაზე; ი) ფილმის დისტრიბუტორი (გამქირავებელი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს გააქირაოს ფილმი; კ) ფილმის დემონსტრატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უჩვენებს მაყურებელს ფილმს; ლ) კინოდარბაზი – სათანადოდ აღჭურვილი სპეციალიზებული ადგილი, სადაც ხდება ფილმის ჩვენება; მ) კინოორგანიზაცია – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს განეკუთვნება ფილმის ან კინომატიანის სიუჟეტის შექმნა, ფილმის ასლის გამრავლება, გაქირავება, ჩვენება, ფილმის აღდგენა, კინოდარბაზის ტექნიკური მომსახურება, კინომასალებისა და კინოაღჭურვილობის წარმოება, ფილმწარმოების მომსახურება (კინოტექნიკის გაქირავება, კინოკომპლექსის ან კინოპავილიონის იჯარა, კოსტიუმების შეკერვა, დეკორაციების მშენებლობა, გრიმისა და საგრიმიორო მასალების დამზადება, რეკვიზიტის დამზადება-გაქირავება, გადასაღები ტექნიკისა და სპეცეფექტების მომზადება, კინოფირის დამუშავება, ფილმის გახმოვანება, მუსიკალური გახმოვანება და სხვ.), საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ბეჭდვითი, საგამომცემლო, სარეკლამო-პროპაგანდისტული საქმიანობა კინოს სფეროში, ფილმის ან კინომატიანის ასლისა და საწყისი მასალების შენახვა; ნ) ფილმის პროექტი – დოკუმენტების პაკეტი, რომლის საფუძველზედაც მიიღება გადაწყვეტილება ფილმის წარმოების დაფინანსების შესახებ; ო) ფილმის ან კინომატიანის საწყისი მასალები – ნეგატივი, კონტრატიპი, საკონტროლო ასლი, ვიდეომასტერკასეტა, მაგნიტური ფონოგრამის ორიგინალი და სხვა მასალა, რომელიც აუცილებელია ფილმის წარმოებისა და ტირაჟირებისათვის ნებისმიერი ფორმით (კინოფილმი, ვიდეოკასეტა, ლაზერული დისკეტი და სხვ.); პ) ფილმის ტირაჟირება (გამრავლება) – ფილმის ერთი ან მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი ფორმით; ჟ) კინოპროდუქცია – ფილმი, კინომატიანე, ფილმის ან კინომატიანის საწყისი მასალები, ტირაჟი ან ტირაჟის ნაწილი; რ) კინოაღჭურვილობა – მოწყობილობა, აპარატურა, ტექნიკური საშუალებები და მათი სათადარიგო ნაწილები, რომლებიც გამოიყენება კინოწარმოების, ტირაჟირების, გაქირავების, ფილმის ჩვენებისა და ფილმწარმოებისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებისათვის; ს) კინომასალები – ნედლეული და მასალა, რომლებიც გამოიყენება ფილმის წარმოების, ტირაჟირების, გაქირავების, ჩვენებისა და აღდგენისათვის, აგრეთვე ფილმწარმოებისათვის აუცილებელი სამუშოების შესრულებისა და მომსახურებისათვის, კინოაღჭურვილობის დამზადებისათვის; ტ) კინოარქივი – ფილმსაცავი, სადაც ინახება კინოპროდუქცია.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გასართობი ინდუსტრიის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გასართობი სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილმის პროდუქციის კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილმის წარმოების ხელშეკრულებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-12-12 · №10

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო
  • 5¹მოთხოვნები ფილმის დემონსტრატორის და ფილმის ჩვენების მიმართ

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

პროფესიული თეატრების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

მუზეუმების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კულტურის შესახებ

  • 5ძირითადი ტერმინები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მაუწყებლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24425¹15223324
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …პროფესიული თეატრების შ…მუზეუმების შესახებდოკუმენტის სავალდებულო…ინფორმაციის ერთიანი სა…ეროვნული კინემატოგრაფი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024