ლექსიკონი

კონკურენტული აუქციონი

1 საკანონმდებლო განმარტება

ამ კანონით დადგენილ პრინციპებზე დაფუძნებული არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და კონკურენტული ვაჭრობის პროცესი, რომელშიც მნიშვნელოვანი რაოდენობის (ერთი ან რამდენიმე) ელექტროენერგიის მწარმოებელი მონაწილეობს და რომლის მხარდაჭერა შეზღუდულია აუქციონის ბიუჯეტის მოცულობით. კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესი უნდა ითვალისწინებდეს ინოვაციური ტექნოლოგიების უპირატესობას წარმოებული ენერგიის ფასთან მიმართებით. კონკურენტული აუქციონის წესი დამტკიცებამდე უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე