Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონიკვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება
ლექსიკონი

კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 2

ნებისმიერი ფინანსური შეთანხმება, ხელშეკრულება ან გარიგება (მათ შორის, ნებისმიერი წესი ან პირობა, რომელიც უკავშირდება ამ ფინანსურ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას ან მის რომელიმე ნაწილს), რომელიც ექვემდებარება ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას და რომლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი გადახდის ან მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულ დროს ან განსაზღვრულ პერიოდში უნდა შესრულდეს და შეიძლება რაიმე პირობაზე ან შემთხვევითობაზე იყოს დამოკიდებული. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ ხელშეკრულებებს: ზ.ა) დერივატივი; ზ.ბ) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, მარჟის სესხის, ფასიანი ქაღალდების ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება, ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება, ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, აგრეთვე ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, რომელიც უკავშირდება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებს, ასეთ სესხებთან დაკავშირებულ უფლებებს ან იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს; ზ.გ) რეალური საქონლის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, რეალური საქონლის ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეალური საქონლის გამოსყიდვისა და უკუგამოსყიდვის გარიგებები, რეალური საქონლის გასესხების გარიგება, რეალური საქონლის ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, გარდა რეალურ საქონელთან დაკავშირებული სპოტისა (სპოტგარიგებისა); ზ.დ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება; ზ.ე) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული გარიგების კლირინგის ან ანგარიშსწორების შეთანხმება ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის ფუნქციების შესრულების შესახებ შეთანხმება; ზ.ვ) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებად

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)