Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებმუხლი 2

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:კომერციული უძრავი ქონების შეფასებაკორპორაციული და ინდივიდუალური განათლებასაკრედიტო ინსტრუმენტებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityშერწყმა და შეძენა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადახდისუუნარო მხარე − მხარე, რომლის მიმართ ამ კანონის შესაბამისად ამოქმედებულია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (შემდგომ − რეჟიმი); ბ) დერივატივი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება; გ) დეფოლტი − გარიგების მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რეჟიმის ამოქმედება ან გარიგების მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა; დ) დამგირავებელი – პირი, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ფინანსური გირავნობის საგნის მეშვეობით; ე) ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდად; ვ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას); ზ) კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება − ნებისმიერი ფინანსური შეთანხმება, ხელშეკრულება ან გარიგება (მათ შორის, ნებისმიერი წესი ან პირობა, რომელიც უკავშირდება ამ ფინანსურ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას ან მის რომელიმე ნაწილს), რომელიც ექვემდებარება ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას და რომლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი გადახდის ან მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულ დროს ან განსაზღვრულ პერიოდში უნდა შესრულდეს და შეიძლება რაიმე პირობაზე ან შემთხვევითობაზე იყოს დამოკიდებული. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ ხელშეკრულებებს: ზ.ა) დერივატივი; ზ.ბ) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, მარჟის სესხის, ფასიანი ქაღალდების ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება, ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება, ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, აგრეთვე ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, რომელიც უკავშირდება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებს, ასეთ სესხებთან დაკავშირებულ უფლებებს ან იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს; ზ.გ) რეალური საქონლის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, რეალური საქონლის ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეალური საქონლის გამოსყიდვისა და უკუგამოსყიდვის  გარიგებები, რეალური საქონლის გასესხების გარიგება, რეალური საქონლის ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, გარდა რეალურ საქონელთან დაკავშირებული სპოტისა (სპოტგარიგებისა); ზ.დ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება; ზ.ე) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული გარიგების კლირინგის ან ანგარიშსწორების შეთანხმება ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის ფუნქციების შესრულების შესახებ შეთანხმება; ზ.ვ) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებად; თ) მრავალფილიალიან მხარესთან დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმება – ორ მხარეს შორის დადებული ნებისმიერი ურთიერთგაქვითვის შეთანხმება (გარიგება), რომელიც დადებულია კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების სულ მცირე ერთი მხარის მიერ ძირითადი ადგილსამყოფლისა და თავისი ერთი ან ერთზე მეტი ფილიალის საშუალებით, რომელიც/რომლებიც საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ იურისდიქციაში მდებარეობს; ი) მოგირავნე – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის დაგირავება ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე; კ) ნეტპოზიცია – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტპოზიცია; ლ) ორგანიზებული ბაზარი − ბაზრის სეგმენტი, სადაც ვაჭრობა  დადგენილი წესებით ხორციელდება; მ) ოფციონი − დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ ბაზარზე, ისე არაორგანიზებულ ბაზარზე და რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მომავალში მიჰყიდოს მას საბაზისო აქტივი (გასხვისების ოფცია) ან იყიდოს მისგან საბაზისო აქტივი (შეძენის ოფცია) იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ. ოფციონი შეიძლება გულისხმობდეს ერთი მხარის ვალდებულებას, გადაუხადოს მეორე მხარეს გარკვეული თანხა (საზღაური) ოფციონის უფლების განხორციელების სანაცვლოდ (პრემიუმი); ნ) რეპო შეთანხმება − გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდის გაყიდვას მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად უკან გამოსყიდვის პირობით; ო) რეჟიმის ამოქმედება − რეჟიმის საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესვლის მომენტი; პ) დერივატივის საბაზისო აქტივი (შემდგომ − საბაზისო აქტივი) − ფინანსური ინსტრუმენტი, რეალური საქონელი, ეროვნული ვალუტა, უცხოური ვალუტა, ფულადი სახის მოთხოვნის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო აქტივების ჩამონათვალი; ჟ) დერივატივის საბაზისო მაჩვენებელი (შემდგომ − საბაზისო მაჩვენებელი) − საბაზისო აქტივის ფასი, საპროცენტო განაკვეთი, ინდექსი, ვალუტის გაცვლითი კურსი, დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ განსაზღვრული სტატისტიკური ინფორმაციის მაჩვენებელი, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური გარემოს ინდიკატორები, სხვა მოვლენა, ფაქტი, გარემოება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო მაჩვენებლების ჩამონათვალი; რ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა − შემდეგი ქმედება ან შემდეგ ქმედებათა ერთობლიობა: რ.ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტა, ლიკვიდაცია ან/და დაჩქარება (აქსელერაცია); რ.ბ) ამ მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული ვალდებულებების ან უფლებების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების (ფასის) შეფასება ან/და დაანგარიშება; რ.გ) ამ მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეფასებული ან/და დაანგარიშებული ღირებულების (ფასის) ერთ ვალუტაში კონვერსია; რ.დ) ამ მუხლის „რ.ბ“ და „რ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ნეტვალდებულების გამოთვლა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვით ან სხვაგვარად, რომელსაც იხდის ასეთი ვალდებულების მქონე მხარე; ს) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტვალდებულება; ტ) საკრედიტო მოთხოვნა − ფულადი სახის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოიშობა ფინანსური ინსტიტუტის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გაცემული კრედიტის/სესხის საფუძველზე; უ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტმოთხოვნა; ფ) საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა − ფინანსური გირავნობის სახე (მათ შორის, რეპო შეთანხმება), რომელიც ითვალისწინებს მოვალის (დამგირავებლის) შესაბამისი ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით (უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება) კრედიტორისთვის (მოგირავნისთვის) ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემას; ქ) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი; ღ) რეჟიმი – პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის, დროებითი ადმინისტრაციის გამოყენების, რეზოლუციის ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების უფლების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის, ფულადი სახსრების გადარიცხვის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება ან მათზე შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის რეჟიმი მოიცავს: ღ.ა) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ღ.ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ღ.გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას; ღ.დ) სხვა, ანალოგიური რეჟიმი, პროცედურა ან მოქმედება, რომელსაც მსგავსი, ანალოგიური მიზანი ან/და შედეგი აქვს; ყ) სვოპი − დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ ბაზარზე, ისე არაორგანიზებულ ბაზარზე და რომლის მიხედვით, ერთ-ერთი ან ორივე მხარე ვალდებულია მეორე მხარისთვის განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები, რომელთა ოდენობები განისაზღვრება განსხვავებული საბაზისო მაჩვენებლის ან განსხვავებული ტიპის/ღირებულების საბაზისო მაჩვენებლის საფუძველზე იმ პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების დროს განსაზღვრავენ. სვოპი (სვოპგარიგება) შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ საბაზისო აქტივის მიწოდებას ან გაცვლას, რომელთანაც დაკავშირებულია ის საბაზისო მაჩვენებელი, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება გადახდის ოდენობა; შ) სპოტი − რეალური საქონლის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშსწორების (გადახდის ან მიწოდების) სპოტთარიღზე განხორციელებას; ჩ) უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობა − ფინანსური გირავნობის სახე, რომელიც ითვალისწინებს მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული ფინანსური გირავნობის საგნის კრედიტორის (მოგირავნის) მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იმგვარად დაგირავებას, რომ კრედიტორზე (მოგირავნეზე) არ გადავიდეს ამ გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება; ც) უკურეპო შეთანხმება − გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდის ყიდვას მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის უკან მიყიდვის პირობით; ძ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვა; წ) ურთიერთგაქვითვის შეთანხმება: წ.ა) ორ მხარეს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს ანიჭებს ამ შეთანხმების (ურთიერთგაქვითვის ჩარჩოშეთანხმება) ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ან/და სამომავლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებას; წ.ბ) შეთანხმება, რომელიც აერთიანებს ორ ან ორზე მეტ ურთიერთგაქვითვის ჩარჩოშეთანხმებას; წ.გ) ამ მუხლის „წ.ა“ ან/და „წ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება; ჭ) ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება − შეთანხმება, რომლის მიხედვით, ერთი მხარე (გამსესხებელი) ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლებას ფასის ან საზღაურის სანაცვლოდ მეორე მხარეს (მსესხებელს) გადასცემს, ხოლო მსესხებელი ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში გამსესხებელს აწვდის შესაბამის მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (ფინანსური გირავნობის საგანს), ამასთანავე, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს იგივე ფასიანი ქაღალდი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდი; ხ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის საგანზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ან საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის წარმოშობას. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ჩარჩოხელშეკრულების ნაწილის, ისე ცალკე ხელშეკრულების სახით ან ზოგად წესებსა და პირობებზე მითითებით; ჯ) ფინანსური გირავნობის საგანი − ფინანსური ინსტრუმენტი, საკრედიტო მოთხოვნა, ანგარიშზე არსებული ან მომავალში ჩასარიცხი ფულადი სახსრები (ფული); ჰ) ფინანსური ინსტრუმენტი: ჰ.ა) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიაში წილობრივ მონაწილეობას, ან მისი ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი; ჰ.ბ) მიმოქცევადი სასესხო ფასიანი ქაღალდი, ინსტრუმენტი, ვალდებულება; ჰ.გ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული უფლება; ჰ.დ) დერივატივი; ჰ.ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი; ჰ.ვ) ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონი; ჰ.ზ) ამ მუხლის „ჰ.ა“−„ჰ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები, უფლებები ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებული უფლებები; ჰ 1 ) ფიუჩერსი − ორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მიჰყიდოს საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ; ჰ 2 ) ფორვარდი − არაორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მიჰყიდოს საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ; ჰ 3 ) ფულადი ნაკადები − პირებს შორის დადებული შეთანხმების პირობების შესაბამისად წარმოქმნილი ფულადი სახსრების მოძრაობა; ჰ 4 ) ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი: ჰ 4 .ა) ფულის შემთხვევაში − თანხის იმავე ოდენობითა და იმავე ვალუტით გადახდა; ჰ 4 .ბ) ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში − იმავე ემიტენტის ან მოვალის (დებიტორის) მიერ გამოშვებული, იმავე ემისიის ან კლასის, ნომინალური ღირებულების (ოდენობის), ვალუტისა და აღწერილობის ფინანსური ინსტრუმენტი, აგრეთვე ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა, ეკვივალენტური აქტივის გადაცემა წინასწარ განსაზღვრული გარემოების დადგომისას, რომელიც ფინანსური გირავნობის ფარგლებში მიწოდებულ ფინანსურ ინსტრუმენტზე ახდენს გავლენას ან დაკავშირებულია მასთან; ჰ 5 ) ფინანსური გირავნობის ამოქმედება (გირავნობის ამოქმედება) − მხარის დეფოლტი ან მხარეთა მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომლის მიხედვით, ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დებულებების ან კანონის შესაბამისად, მოგირავნეს უფლება აქვს, დაისაკუთროს ფინანსური გირავნობის საგანი ან განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საბოლოო ურთიერთგაქვითვა; ჰ 6 ) ფული − ანგარიშზე ნებისმიერ ვალუტაში დარიცხული ფულადი სახსრები ან ფულადი სახსრების გადახდასთან დაკავშირებული მსგავსი მოთხოვნა, როგორიცაა ფულადი ბაზრის დეპოზიტი; ჰ 7 ) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება − ვალდებულება, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა უზრუნველყოფილი და ფულადი ანგარიშსწორების ან/და ფინანსური ინსტრუმენტის მიწოდების უფლებას იძლევა. უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება შეიძლება შედგებოდეს შემდეგისგან ან მოიცავდეს შემდეგს: ჰ 7 .ა) არსებული, მიმდინარე ვალდებულება ან სამომავლო, შესაძლო ან მოსალოდნელი ვალდებულება (მათ შორის, ისეთი ვალდებულება, რომელიც ჩარჩოხელშეკრულებიდან ან მსგავსი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს); ჰ 7 .ბ) მოგირავნის მიმართ არსებული ვალდებულება, რომელიც დამგირავებლის ვალდებულება არ არის; ჰ 7 .გ) დროდადრო წარმოქმნილი, განსაზღვრული კლასისა და ტიპის სხვა ვალდებულება; ჰ 8 ) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგანი − ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი, რომელიც შედგება ფინანსური ინსტრუმენტებისგან და რომელზედაც საკუთრების უფლება დასტურდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერით ან ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ან მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით; ჰ 9 ) შესაბამისი ანგარიში − ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ, რომელიც მოგირავნისთვის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებშია მიწოდებული, − ის რეესტრი ან ანგარიში, რომელსაც შეიძლება მოგირავნე მართავდეს და რომელზედაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შემდეგაც ფინანსური გირავნობის საგანი მოგირავნისთვის მიწოდებულად მიიჩნევა; ჰ 10 ) ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება − უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის შემთხვევაში − მოგირავნის უფლება, გამოიყენოს ან გაასხვისოს ფინანსური გირავნობის საგანი, როგორც მისმა მესაკუთრემ, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად; ჰ 11 ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები − იმ კლასის ინსტრუმენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ფულად ბაზარზე, მათ შორის, სახაზინო ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, გარდა საგადახდო ინსტრუმენტებისა; ჰ 12 ) რეალური საქონელი − გვაროვნული მოძრავი ნივთი, რომლის მიწოდება შესაძლებელია ყიდვითა და გაყიდვით, ბითუმად, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და რომელსაც აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები; ჰ 13 ) სპოტთარიღი − სპოტის ანგარიშსწორების დღე, არაუგვიანეს გარიგების დადებიდან 3 საბანკო სამუშაო დღისა; ჰ 14 ) ფინანსური ინსტიტუტი − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი; ჰ 15 ) ცენტრალური კონტრაჰენტი − იურიდიული პირი, რომელიც ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ბაზარზე დადებული ხელშეკრულების მხარეთა მიმართ  მოქმედებს, როგორც მყიდველი ყველა გამყიდველის მიმართ და როგორც გამყიდველი ყველა მყიდველის მიმართ; ჰ 16 ) სეკიურიტიზაცია − „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“  საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაცია. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2608 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3937 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. თავი II დერივატივი და ურთიერთგაქვითვა

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2024· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2023
  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 16 დეკ. 2022
  4. 1 აპრ. 2021· გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • SAFE და კონვერტირებადი ობლიგაციები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სხვადასხვა სადეველოპერო სცენარის ეკონომიკური შედარება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • M&A დიუ დილიჯენსი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №4

2
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2023-12-27
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7დემატერიალიზებული … 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • 1ტერმინთა განმარტება

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2122223723426222
მითითებამნიშვნელობით ახლოსფინანსური გირავნობის, …დემატერიალიზებული ფასი…რეაბილიტაციისა და კრედ…ფულის გათეთრებისა და ტ…დეპოზიტების დაზღვევის …ფასიან ქაღალდებად გარდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023