ლექსიკონი

მეზღვაური

1 საკანონმდებლო განმარტება

პირი, რომელიც გემზე დასაქმებულია ნებისმიერ თანამდებობაზე, ან გემზე დასაქმებული სხვა პირი, რომლის რეგულარული სამუშაო ადგილი გემია. ამ კანონის მიზნებისთვის მეზღვაურებად არ მიიჩნევიან საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი შემდეგი პირები: გ.ა) ლოცმანი; გ.ბ) ნავსადგურის თანამშრომელი; გ.გ) დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი და სურვეიერი; გ.დ) სუპერინტენდანტი; გ.ე) დროებით მოწვეული ანიმატორი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 72 საათს არ აღემატება; გ.ვ) სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად მოწვეული ტექნიკური პერსონალის წევრი, რომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს საერთო ხანგრძლივობა 96 საათს არ აღემატება; გ.ზ) გემზე დროებით მომუშავე, საზღვაო კვლევაში მონაწილე პირი

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე