ლექსიკონი

მხარდაჭერის მომსახურება/პროგრამა

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის, მომსახურება/პროგრამა, რომელიც მსხვერპლს ძალების აღდგენასა და ძალადობის შედეგების დაძლევაში ეხმარება. აღნიშნული მიზნით ეს მომსახურება/პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მსხვერპლთა მხარდაჭერას ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიმართულებით: მსხვერპლთა დაცვა, სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა ან/და სხვა დახმარება, რომელიც მსხვერპლის საჭიროებებზეა მორგებული

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)