ლექსიკონი

პატენტი

1 საკანონმდებლო განმარტება · უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა · უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა2 გადაწყვეტილება

სახელმწიფო უწყების მიერ განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების დამცავი დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოგონებას და ქმნის სამართლებრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც დაპატენტებული გამოგონებით ნორმალურად სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ პატენტმფლობელის ნებართვით.

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა

უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა2 გადაწყვეტილება

გამოგონების დამცავი დოკუმენტი, რომელიც აღწერს გამოგონებას და მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას პატენტით დაცულ ობიექტზე; იგი სამრეწველო საკუთრების ობიექტია.

ნორმატიული საფუძველი:სამოქალაქო კოდექსი

სასამართლო პრეცედენტები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი)

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყაროები: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა · საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა