Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საპატენტო კანონიმუხლი 2

საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №10კონსოლიდირებული · 15 მაი. 2024

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №11 (27.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №10 (15.05.2024), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

თემები:IP სტრატეგიაIP მონეტიზაციაპატენტის რეგისტრაციაIP დიუ დილიჯენსიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებასაპატენტო დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი); ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორ­გა­­­­ნიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონ­­ვენცია (გადასინჯულია სტოკ­ჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება – 1970 წლის 19 ივნისს ხელმო­წერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლი­ლე­ბე­ბი შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს); ე) (ამოღებულია); ე 1 ) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი; ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი); ვ 1 ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; ზ) (ამოღებულია); თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს; თ 1 ) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა; კ) საერთაშორისო განაცხადი – საპატენტო კოოპერაციის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი; ლ) (ამოღებულია); მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) (ამოღებულია); პ 1 ) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – „საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება“ (ხელმოწერილია 1977 წლის 28 აპრილს, შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს); პ 2 ) ბიოლოგიური მასალა − მასალა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელსაც აქვს თვითრეპროდუქციის უნარი ან რომლის რეპროდუცირებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ სისტემაში; ჟ) დეპოზიტარიუმი – ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაც ინახება ბიოლოგიური მასალა; რ) ფარმაცევტული პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი ან პატენტუნარიანი ხერხებით დამზადებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის და რომელიც აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება; ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის; ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა – საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია; უ) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო; ფ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს საქპატენტი. ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, აგრეთვე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო; ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოში მოთხოვნილ იქნა ევროპული პატენტის ვალიდაცია; ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერი­ტორიაზე; შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) (ხელმო­წერილია 2019 წლის 31 ოქტომბერს); ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი; ც) ეროვნული პატენტი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების პატენტი. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი); ბ) საერთაშორისო ბიურო – ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორ­გა­­­­ნიზაციის საერთაშორისო ბიურო; გ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონ­­ვენცია (გადასინჯულია სტოკ­ჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს); დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება – 1970 წლის 19 ივნისს ხელმო­წერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლი­ლე­ბე­ბი შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს); ე) (ამოღებულია); ე 1 ) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი; ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს. პატენტი მოიცავს საპატენტო სიგელსა და პატენტის აღწერილობას (გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა, ნახაზები (არსებობის შემთხვევაში), რეფერატი); ვ 1 ) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასარგებლო მოდელის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს; ზ) (ამოღებულია); თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს; თ 1 ) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა; კ) საერთაშორისო განაცხადი – საპატენტო კოოპერაციის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი; ლ) (ამოღებულია); მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით; ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში; პ) (ამოღებულია); პ 1 ) ბუდაპეშტის ხელშეკრულება – „საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულება“ (ხელმოწერილია 1977 წლის 28 აპრილს, შესწორებულია 1980 წლის 26 სექტემბერს); პ 2 ) ბიოლოგიური მასალა − მასალა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და რომელსაც აქვს თვითრეპროდუქციის უნარი ან რომლის რეპროდუცირებაც შესაძლებელია ბიოლოგიურ სისტემაში; ჟ) დეპოზიტარიუმი – ბუდაპეშტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაც ინახება ბიოლოგიური მასალა; რ) ფარმაცევტული პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ნებისმიერი პატენტუნარიანი პროდუქტი ან პატენტუნარიანი ხერხებით დამზადებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის და რომელიც აგრეთვე შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის, ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის. ფარმაცევტულ პროდუქტად მიიჩნევა აგრეთვე ზემოაღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად განკუთვნილი აქტიური ინგრედიენტი და ამ პროდუქტის გამოსაყენებლად საჭირო დიაგნოსტიკური საშუალება; ს) მცენარეთა დაცვის საშუალებები – ამ კანონის მიზნებისათვის, ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის; ტ) დაცვის დამატებითი მოწმობა – საქპატენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აგრძელებს პატენტის მოქმედების ვადას იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებზე, რომლის/რომელთა საქართველოს ბაზარზე დასაშვებად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა/რეგისტრაცია; უ) უფლებამოსილი ორგანო – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მცენარეთა დაცვის საშუალებების საქართველოს ბაზარზე დასაშვებად რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე ორგანო ან ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლებამოსილების მქონე ორგანო; ფ) ბიულეტენი – სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენი, რომელსაც გამოსცემს საქპატენტი. ქ) ევროპული საპატენტო განაცხადი – ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად შეტანილი ევროპული საპატენტო განაცხადი, აგრეთვე საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილი საერთაშორისო განაცხადი, რომლის მიმართაც ევროპის საპატენტო ოფისი (EPO) არის „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც მითითებულია საქართველო; ღ) ვალიდირებული ევროპული პატენტი – ევროპულ საპატენტო განაცხადზე ევროპის საპატენტო ოფისის (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოში მოთხოვნილ იქნა ევროპული პატენტის ვალიდაცია; ყ) ევროპული პატენტის ვალიდაცია – მოთხოვნის საფუძველზე ევროპული საპატენტო განაცხადისა და ევროპული პატენტის მოქმედების აღიარება საქართველოს ტერი­ტორიაზე; შ) ვალიდაციის შეთანხმება – შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ (ვალიდაციის შეთანხმება) (ხელმო­წერილია 2019 წლის 31 ოქტომბერს); ჩ) ეროვნული საპატენტო განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტში შეტანილი გამოგონების განაცხადი; ც) ეროვნული პატენტი – ამ კანონის შესაბამისად საქპატენტის მიერ ეროვნული საპატენტო განაცხადის საფუძველზე გაცემული გამოგონების პატენტი; [ ძ) საპატენტო ინფორმაცია − განაცხადთან, პატენტთან ან ტექნიკის დონესთან დაკავშირებული ინფორმაცია; წ) პატენტანალოგი − კონკრეტულ განაცხადთან ან პატენტთან საერთო პრიორიტეტის მქონე სხვა განაცხადი ან პატენტი. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან)] საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. საქართველოს 2026 წლის 27 ოქტომბრის კანონი №1895 – ვებგვერდი, 30.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 მაი. 2024

    მე-2 მუხლში განმცხადებლისა და განაცხადის განმარტებას დაემატა მოწმობა, ხოლო პატენტრწმუნებულის განმარტება ეყრდნობა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონს.

  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    მე-2 მუხლში დაემატა პატენტრწმუნებულის (თ¹), ბუდაპეშტის ხელშეკრულებისა და ბიოლოგიური მასალის (პ¹, პ²) განმარტებები, „დეპოზიტარიუმი“ (ჟ) დაუკავშირდა ბუდაპეშტის ხელშეკრულებას, ხოლო ბოლოს დაემატა ევროპულ პატენტთან, ვალიდაციასთან და ეროვნულ განაცხადთან/პატენტთან დაკავშირებული განმარტებები (ქ–ც).

  3. 1 სექ. 2018· გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    2-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტში სამედიცინო პროდუქტის განმარტება შეიცვალა ფარმაცევტული პროდუქტის განმარტებით და ტექსტში გაჩნდა მცენარეთა დაცვის საშუალებების, დაცვის დამატებითი მოწმობის, უფლებამოსილი ორგანოს და ბიულეტენის განმარტებები.

  4. 24 მაი. 2010

    მე-2 მუხლში ახლებურად განისაზღვრა საქპატენტი, პატენტი, განაცხადი და პრიორიტეტები, ამოღებულია რამდენიმე ტერმინი, დაემატა გამომგონებლისა და სამედიცინო პროდუქტის განმარტება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დაპატენტება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო უფლებები AI-ს მიერ შექმნილ მასალაზე2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • AI გენერირებული კონტენტის საავტორო უფლებები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების აუდიტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 მაი. 2024 · №10

  • 4 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2024
  • 8 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 4საქართველოს პატენტ… 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 75საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“

დიზაინის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 33ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁵ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 3

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები

ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 62სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1147522623363²⁵23222332
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პატენტრწმუ…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…საქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 მაი. 2024 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 4 ნოე. 2026