ლექსიკონი

პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი

კანონში განსაზღვრული 1 განმარტება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − ციფრული მმართველობის სააგენტოსი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − კიბერუსაფრთხოების ბიუროსი და ამ კანონის 10 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისა), სახელმწიფო საწარმო, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)