Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 2

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საგანმანათლებლო ტექნოლოგიებირისკების მართვაSSI და ციფრული იდენტობასაგადასახადო შეღავათიკიბერუსაფრთხოების შესაბამისობადაცვის სტრატეგიები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა – ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე პრაქტიკის  ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეესაბამება მისი დაცვის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს; გ) კიბერსივრცე – სივრცე, რომლის განმასხვავებელი ნიშანია  ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა შენახვისათვის, შეცვლისათვის ან გაცვლისათვის; დ) კიბერშეტევა – ქმედება, როდესაც ელექტრონული მოწყობილობა ან/და მასთან დაკავშირებული ქსელი ან სისტემა გამოიყენება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში შემავალი სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევის, შეფერხების ან განადგურების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით; ე) კომპიუტერული ინციდენტი − ქმედება, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით და იწვევს ან მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის დარღვევას; ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული სისტემა, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ზ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − ამ მუხლის „ზ 1 “−„ზ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ 1 ) პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − ციფრული მმართველობის სააგენტოსი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − კიბერუსაფრთხოების ბიუროსი და ამ კანონის 10 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისა), სახელმწიფო საწარმო, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ 2 ) მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 60 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; ზ 3 ) მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი − საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის; თ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ფუნქციებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი და რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ი) შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანამშრომლისათვის ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას და რომლის შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; კ) ინფორმაციული აქტივი − ყველა ინფორმაცია და ცოდნა (კერძოდ, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ), რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის; ლ) ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას; მ) ქსელური სენსორი − აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია ქსელური ნაკადის მონიტორინგისთვის, ინფორმაციული სისტემის წინააღმდეგ მიმართული კომპიუტერული ინციდენტის გამოსავლენად; ნ) ციფრული მმართველობის სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ო) კიბერუსაფრთხოების ბიურო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − კიბერუსაფრთხოების ბიურო); პ) ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო; ჟ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 60 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია; რ) სახელმწიფო საწარმო − საწარმო, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით; ს) კომერციული ბანკი − საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომ − ეროვნული ბანკი) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6299 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ.

რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინფორმაციული უსაფრთხოება – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას; ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა – ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე პრაქტიკის  ერთობლიობა, რომელიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეესაბამება მისი დაცვის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს; გ) კიბერსივრცე – სივრცე, რომლის განმასხვავებელი ნიშანია  ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრომაგნიტური სპექტრის გამოყენება ქსელით დაკავშირებული სისტემებისა და დამხმარე ფიზიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით მონაცემთა შენახვისათვის, შეცვლისათვის ან გაცვლისათვის; დ) კიბერშეტევა – ქმედება, როდესაც ელექტრონული მოწყობილობა ან/და მასთან დაკავშირებული ქსელი ან სისტემა გამოიყენება კრიტიკულ ინფორმაციულ სისტემაში შემავალი სისტემების, ქონების ან ფუნქციების მთლიანობის დარღვევის, შეფერხების ან განადგურების ან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების გზით; ე) კომპიუტერული ინციდენტი – ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის რეალური ან პოტენციური დარღვევა, რომელიც ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენებით და იწვევს ინფორმაციის  უნებართვო წვდომას, გამჟღავნებას, დაზიანებას ან შეფერხებას ან ინფორმაციული რესურსის მიტაცებას; ვ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული სისტემა, რომლის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის; ზ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი – სახელმწიფო ორგანო ან იურიდიული პირი, რომლის ინფორმაციული სისტემის უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისათვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისათვის; თ) კონფიდენციალური ინფორმაცია – ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას, სავარაუდოდ, მოჰყვება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ფუნქციებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი და რომლის კონფიდენციალურ ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ი) შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაცია – ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის თანამშრომლისათვის ან/და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მქონე პირისათვის, რომლის კონფიდენციალურობის, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფა, სავარაუდოდ, გამოიწვევს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების მნიშვნელოვან შეფერხებას ან ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს უსაფრთხოებას, სახელმწიფო ინტერესს ან კერძო პირის საქმიან რეპუტაციას და რომლის შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციად კლასიფიცირების მიზანია ინფორმაციული აქტივების მართვის წესების უზრუნველყოფა, გარდა იმ წესებისა, რომლებითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; კ) ინფორმაციული აქტივი − ყველა ინფორმაცია და ცოდნა (კერძოდ, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიური საშუალებები, თანამშრომლები და მათი ცოდნა ინფორმაციის დამუშავების შესახებ), რომლებიც ღირებულია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტისათვის; ლ) ინფორმაციული სისტემა − ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას; მ) ქსელური სენსორი – მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად გამიზნულია ქსელის სეგმენტის მონიტორინგისთვის, ისეთი ქმედებების გამოსავლენად, რომლებიც მიუთითებს ინფორმაციული სისტემის წინააღმდეგ წარმოებულ შეტევაზე ან მასში შეღწევაზე. ნ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − მონაცემთა გაცვლის სააგენტო); ო) კიბერუსაფრთხოების ბიურო − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − კიბერუსაფრთხოების ბიურო). საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021
  2. 10 ივლ. 2020· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2020
  3. 28 დეკ. 2013
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IT მომსახურების ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კატასტროფის აღდგენის გეგმის (DRP) შედგენა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერ რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №8

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2021-06-15
4
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ელექტრონული კომუნი… 2მუხლი 10¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 8ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფები
  • 10³კიბერუსაფრთხოების ბიუროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

  • 11ინფორმაციული უსაფრთხოება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

პოლიციის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2232210¹810³21123422
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ინფორმაციული უსაფრთხოე…ეროვნული უსაფრთხოების …საჯარო სამართლის იურიდ…ინფორმაციის ერთიანი სა…საინფორმაციო ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025