ლექსიკონი

თავშესაფარი

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი (სადღეღამისო) განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო დახმარებასა და დაცვას

შენობა ან ნაგებობა, რომელიც საგანგებო სიტუაციის ან საომარი მოქმედებების დროს, გარკვეულ პერიოდში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორისაგან ადამიანის დასაცავად. თავშესაფარი შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების, სამოქალაქო ან სამრეწველო შენობა ან/და სპეციალური ჰერმეტული დამცავი ნაგებობა, რომელიც დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით არის დაპროექტებული

უამინდობის დროს ან ნაოსნობისთვის არახელსაყრელ სხვა პირობებში გემის უსაფრთხოდ გაჩერების ადგილი, სადაც შესაძლებელია გემზე მყოფი ყველა მეზღვაური და მგზავრი ნაპირზე უსაფრთხოდ იქნეს გადასხმული

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)