„გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები
