Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამედიაციის შესახებმუხლი 8

მედიაციის შესახებ

მუხლი 8. მედიაციის წარმართვა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საოჯახო მედიაციამედიაციამედიაცია და არბიტრაჟისტრატეგიული HRკოლექტიური მოლაპარაკებამოლაპარაკება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მედიაციის დაწყებამდე მედიატორმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები.

2.მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესზე, რომელიც ამ კანონით არ არის დადგენილი.

3.მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მედიაციის წარმართვის წესს განსაზღვრავს მედიატორი დავის ეფექტიანად მოსაგვარებლად, მისი გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით.

4.მედიაციის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მხარეები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საკმარისი დროითა და შესაძლებლობით, რათა განსახილველ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ.

5.მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა.

6.მედიატორმა მედიაციის წარმართვისას მხარეთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს.

7.მედიატორმა მედიაცია შეიძლება წარმართოს მხარეებთან როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური კომუნიკაციის მეშვეობით.

8.მედიატორი უფლებამოსილია მედიაციის ეფექტიანად წარსამართავად მხარეებს მედიაციის მიმდინარეობისას შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.

9.მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

10.მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს სამედიაციო მორიგების პირობები, მათი ინტერესებისა და მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მედიაციის დაწყებამდე მედიატორმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები. 2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესზე, რომელიც ამ კანონით არ არის დადგენილი. 3. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მედიაციის წარმართვის წესს განსაზღვრავს მედიატორი დავის ეფექტიანად მოსაგვარებლად, მისი გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით. 4. მედიაციის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მხარეები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საკმარისი დროითა და შესაძლებლობით, რათა განსახილველ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ. 5. მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა. 6. მედიატორმა მედიაციის წარმართვისას მხარეთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს. 7. მედიატორმა მედიაცია შეიძლება წარმართოს მხარეებთან როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური კომუნიკაციის მეშვეობით. 8. მედიატორი უფლებამოსილია მედიაციის ეფექტიანად წარსამართავად მხარეებს მედიაციის მიმდინარეობისას შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 9. მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს. 10. მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს სამედიაციო მორიგების პირობები, მათი ინტერესებისა და მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბავშვის მეურვეობის მედიაცია11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • განქორწინების მედიაცია11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა დავების გადაწყვეტა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი დავის მედიაცია2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №3

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მედიაციის შესახებ

  • 7მედიაციის დაწყება
  • 3მედიაციის წარმართვის პრინციპები
  • 6ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 104მედიაციის დაწყების საფუძვლები
  • 105მედიაციის ჩატარების ზოგადი წესები
  • 106წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში

ნოტარიატის შესახებ

  • 38¹სანოტარო მედიაცია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363³⁰სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ
  • 218მოქმედება, რომელსაც ასრულებს მოსამართლე მხარეთა მორიგების მიზნით
  • 187¹სასამართლო მედიაცია

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 19მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 71ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გამართვის პროცედურები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363³⁰218187¹38¹10410510671197368
მნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026