„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 49. სანოტარო მედიაციის ზოგადი წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი დავის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.

2.სანოტარო მედიაცია არ ინიშნება, თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ვერ იქნა მოძიებული დაინტერესებული პირის/პირების საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

3.მედიატორ ნოტარიუსს მოდავე მხარეები შეარჩევენ სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული მედიატორი ნოტარიუსების სიიდან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.

4.სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მედიატორ ნოტარიუსთან შეხვედრის დანიშვნისა და შეხვედრაზე გამოცხადების აუცილებლობის შესახებ. სააგენტო მხარეებს, ასევე, განუმარტავს დავის მორიგებით დასრულების უპირატესობას, სანოტარო მედიაციის ამოცანასა და მიზანს, სანოტარო მედიაციის შეთანხმების შედეგებს.

5.მოდავე მხარეების ან სააგენტოს მიერ შერჩეულ მედიატორ ნოტარიუსს ეგზავნება საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38¹1001051061820194152515049
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…სანოტარო მოქმედებათა შ…საჯარო რეესტრის შესახე…ნოტარიატის შესახებმედიაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა