„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 54. ნოტარიუსის მედიატორ ნოტარიუსთა სიიდან ამორიცხვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სააგენტოს დაუყოვნებლივ მიაწვდის ნოტარიუსთან (ნოტარიუსებთან) დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლება გახდეს მისი (მათი) მედიატორი ნოტარიუსების სიიდან ამოღების საფუძველი.

2.მედიატორი ნოტარიუსის მიერ დაკისრებული უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისას და კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევისას, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ამ შემთხვევაში მედიაციის პროცესს წარმართავს სხვა მედიატორი ნოტარიუსი, რომელიც შეირჩევა ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

3.სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დამდგარი შედეგის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს. თუ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება ნოტარიუსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დარღვევა, სააგენტო ნოტარიუსს ამორიცხავს მედიატორთა სიიდან. თავი VIII. გარიგების მონაწილე მხარეთა მიერ სააგენტოში ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38¹4331081061001920450535154
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…სანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებმედიაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა