1.საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის , „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გასცეს ცნობები, ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლები და ამონაწერები, დაამოწმოს მათი შესატყვისობა არქივში დაცულ დოკუმენტებთან და შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცედურები.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოქმედება შესრულებისათვის გადახდილ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღაური. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ. კარი II კერძო ნაწილი თავი V სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები

