ნოტარიატის შესახებ

მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია: ა) წარმოადგინოს ნოტარიუსი სახელმწიფო ორგანოში, მოქალაქეთა გაერთიანებაში, დაამყაროს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით; გ) ნოტარიუსებისაგან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათი განმარტებები; დ) დაადგინოს ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელები საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის; ე) შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატი; ვ) სანოტარო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით განაზოგადოს სანოტარო მოქმედებები; ზ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34²34¹4353772¹41424433
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სავაჭრო-სა…სანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა