1.ნოტარიუსი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, ვალდებულია რეესტრები, სანოტარო აქტები, ბეჭედი, მის მიერ მიღებული ფული და სხვა ფასიანი ქაღალდები გადასცეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
2.(ამოღებულია - 23.01.12 №13).
3.ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია: ა) აღწეროს დოკუმენტები, რეესტრები, ნოტარიუსის ბეჭდები, ფული, სხვა ფასიანი ქაღალდები, სხვა საგნები და უზრუნველყოს მათი დაცვა; ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანადგუროს ნოტარიუსის ბეჭედი;
4.ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტების ასლების, დუბლიკატებისა და დოკუმენტებიდან ამონაწერების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

