„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისის გარდა (ანდერძი მოქალაქისა, რომელიც ცოცხალია), ნოტარიუსს (სანოტარო პალატას) უფლება აქვს სანოტარო აქტის ან სანოტარო ბიუროში დაცული სხვა დოკუმენტის დედანი, შესაბამისი აქტის საფუძველზე დროებით გადასცეს სასამართლოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხვა პირს. სასამართლო ან სასამართლოს აქტის საფუძველზე განსაზღვრული სხვა პირი ვალდებულია ნოტარიუსს მისცეს ცნობა დოკუმენტის დედნის მიღების შესახებ. ნოტარიუსი (სანოტარო პალატა) ვალდებულია დედნის ადგილზე მოათავსოს დედნის დამოწმებული ფოტოასლი, რომელსაც უნდა დაერთოს სასამართლოს შესაბამისი აქტი (ბრძანება, განჩინება, დადგენილება, გადაწყვეტილება...). ამ შემთხვევაში დოკუმენტის ასლის დამოწმება არ საჭიროებს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციაში გატარებას.

2.საქმის წარმოების დასრულებისთანავე სასამართლო ან სხვა შესაბამისი პირი ვალდებულია დოკუმენტის დედანი დაუბრუნოს სანოტარო არქივს.

3.სანოტარო არქივში ან სხვა საჯარო არქივში დაცული სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს აქვს დედნის იურიდიული ძალა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
131615388558694070232043
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ეროვნული საარქივო ფონდ…საკონსულო საქმიანობის …უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23