Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 53

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 53. გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) წესი. გარიგებაში ცვლილებების ასახვა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023
თემები:გადაცემის პროცედურები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.გარიგება უნდა გაუქმდეს (მოიშალოს, შეწყდეს) დამოუკიდებელი აქტის შედგენით სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესების დაცვით. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარიგება უნდა გაუქმდეს გარიგების დამოწმებისათვის დადგენილი წესების დაცვით. სანოტარო რეესტრში და სანოტარო აქტზე, რომლის გაუქმება (მოშლა, შეწყვეტა) ხდება, წარწერით უნდა აღინიშნოს გარიგების გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) თაობაზე. წარწერაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების (მოშლის, შეწყვეტის) აქტის რეკვიზიტები.

2.იმ შემთხვევაში, თუ უქმდება გარიგება, რომელიც დამოწმებული იყო სხვა ნოტარიუსის მიერ, ნოტარიუსი, რომელმაც დაამოწმა გარიგების გაუქმება, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს იმ ნოტარიუსს, რომლის მიერ შედგენილი სანოტარო აქტიც გაუქმდა. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების აქტის ყველა რეკვიზიტი (სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი და შედგენის თარიღი, მხარეები, იმ აქტის დასახელება, რომელიც გაუქმდა და სხვა საჭირო მონაცემები).

3.ანდერძი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

4.ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო რეესტრში ან/და თავის არქივში დაცულ დოკუმენტზე გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

5.თუ ნოტარიუსმა დაამოწმა გარიგება, რომლითაც შევიდა ცვლილება სხვა ნოტარიუსთან დაცულ დოკუმენტში, ნოტარიუსი ვალდებულია ცვლილების შესახებ აცნობოს იმ ნოტარიუსს, რომლის მიერ შედგენილ აქტშიც განხორციელდა ცვლილებები. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების აქტის ყველა რეკვიზიტი.

6.იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ან გაუქმება (მოშლა, შეწყვეტა) ეხება დოკუმენტს, რომელიც დამოწმებულია უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის მიერ და დოკუმენტი ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს შესაბამის საარქივო სამსახურს.

წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უძრავი ქონების გარიგების დახურვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 45ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ
  • 54გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით
  • 15საჯარო და კერძო აქტები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 97გარიგება გაუქმების პირობით
  • 69გარიგების ფორმა
  • 59ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 42რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁹ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 5გარიგების ღირებულების განსაზღვრის საფუძველი
  • 7გარიგების შეცვლა ან ვალდებულებაში პირთა შეცვლა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 199¹სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 27- შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁹57199¹976959455415274253
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს „წითელი ნუ…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 20 ოქტ. 2023