რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 42. რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგურანდა გრიგოლია

1.რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) რეგულირებული შეთანხმების შესაბამის ვადაში შესრულება; ბ) რეგულირებული შეთანხმების დარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვევა უმნიშვნელოა ან რეგულირებულ შეთანხმებაში შეტანილია ცვლილება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით.

2.რეგულირებული შეთანხმების ნებისმიერი შესაბამისი საფუძვლით შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღისა რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მოვალის ყველა კრედიტორს, რომლებზედაც ვრცელდებოდა რეგულირებული შეთანხმება.

3.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებაში მიუთითოს რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტის საფუძველი.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც შეიცავს: ა) ინფორმაციას რეგულირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განხორციელებული გადახდებისა და მიღებული თანხების (შემოსულობების) შესახებ; ბ) რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესახებ ახსნა-განმარტებას.

5.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია კრედიტორებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის ვადაში სასამართლოს წარუდგინოს აღნიშნული შეტყობინებისა და მისთვის დართული ანგარიშის ასლები.

6.კრედიტორებისთვის გაგზავნილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და მისთვის დართული ანგარიშის ასლების სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის უფლებამოსილება წყდება.

7.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის დარღვევა უმნიშვნელოა, როდესაც შეუსრულებელი ვალდებულება არ აღემატება რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულებების 5 პროცენტს, ხოლო მისი შესრულების ვადის გადაცილება − 10 კალენდარულ დღეს. თავი III გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81753293474824 (დ…2715438402942
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოსა და ევროჯა…საქართველოს საგადასახა…საქართველოს შრომის კოდ…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა