„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გარიგება, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, შეიძლება დამოწმდეს საჯარო აქტის ფორმით ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილებით, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, იმგვარად, რომ გარიგების მონაწილე ერთი ან რამდენიმე მხარე წარდგეს ერთ ნოტარიუსთან, ხოლო სხვა მხარე წარსდგეს შესაბამისად სხვა ნოტარიუსთან, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა გარიგების ყველა მხარის და ნოტარიუსების ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია).

2.სანოტარო მოქმედების მონაწილე ყველა პირი ხელს აწერს გარიგების იდენტურ ტექსტს.

3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს), საიდანაც თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფებოდა.

4.საზღაური სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის თანაბრად გაიყოფა ნოტარიუსებს შორის.

5.სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ შესრულებულ თითოეულ სანოტარო აქტს ენიჭება დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი. ამ მუხლის შესაბამისად დამოწმებული გარიგება მესამე პირისათვის ნამდვილია მხოლოდ ყველა სანოტარო აქტის წარდგენის შემთხვევაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 22 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26928450483815456258201954
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…სანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23