1.ქონებასთან (მათ შორის, უძრავ ქონებასთან, სატრანსპორტო საშუალებასთან და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა ქონებასთან) დაკავშირებით გაცემული მინდობილობის/რწმუნებულების სანოტარო აქტის ფორმით დამოწმების დროს არ მოითხოვება დოკუმენტები იმ ქონების შესახებ, რომელსაც შეეხება მინდობილობა/რწმუნებულება.
2.ქონების მართვის ან/და განკარგვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საჯარო აქტის ფორმით და მოწმებისას სავალდებულოა ყველა იმ დოკუმენტის გამოთხოვა, რაც ადასტურებს მართვაში გადაცემული ქონების უფლებრივ მდგომარეობას.
3.დასაშვებია მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა მინდობილობის/ რწუნებულების გამცემის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით. ვიდეოფაილი უნდა ჩაიწეროს ელექტრონული მონაცემების შემნახველ საშუალებაზე (მაგ., კომპაქტდისკზე), რომელიც თან უნდა დაერთოს სანოტარო აქტს ან სანოტარო რეესტრს. ამასთან, ელექტრონული კომუნიკაციისას სრულად უნდა აღიქმებოდეს (უნდა იყოს მაღალი ხარისხის ვიდეოკავშირი) საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი ფოტოსურათი და ამავე გვერდზე არსებული ყველა საჭირო რეკვიზიტი. მინდობილობის/რწმუნებულების ტექსტში (ან დამადასტურებელ წარწერაში) უნდა აღინიშნოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის /რწმუნებულების დამოწმების თაობაზე.
4.კომუნიკაციის ელექტრ ონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისას მინდობილობის/რწმუნებულების გამცემი პირის ნაცვლად და მისი თხოვნით, ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.
5.გარიგებაში რამდენიმე მარწმუნებლის მონაწილეობისას საზღაური მინდობილობის/რწმუნებულების დამოწმებისათვის იანგარიშება მარწმუნებლების რაოდენობის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №146 - სსმ III, №97, 10.08.2010, მუხ.1427 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 17 მარტის ბრძანება №223 - ვებგვერდი, 17.03.2017 წ.







