1.ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების ნოტარიუსისათვის გადაცემას აქვს იგივე იურიდიული შედეგები, რაც სასამართლოსთვის გადაცემას.
2.ამ ინსტრუქციით დადგენილი წესები გამოიყენება აგრეთვე მაშინ, როცა ნოტარიუსი ამ ინსტრუქციის შესაბამისად იღებს სამკვიდროში არსებულ დოკუმენტებს, აქტებს, ფულს, სხვა ფასიან ქაღალდებს, სხვა საგნებს და მაშინაც, როცა ქონების მართვა მინდობილი აქვს ნოტარიუსს. ამ შემთხვევებში გადაცემის ვადა დამოკიდებულია კანონით დადგენილი პროცედურების შესრულებასა და კანონით დადგენილი ვადების დაცვით ამ პროცედურების უმოკლეს დროში შესრულების აუცილებლობაზე. თავი XI სანოტარო მედიაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.


