სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

მუხლი 4. საზღაურის გადახდევინების ვადა

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 20 დეკ. 2011

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევისთანავე.

2.ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე.

3.ნოტარიუსი ვალდებულია: ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმედებათა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები; ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გადახდილი საზღაურის ოდენობა.

4.ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზღაურის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი; გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამართი; დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდენობა; ვ) ამ კანონის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზღაურის გადახდევინება.

5.ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანოტარო საქმის წარმოებას.

6.ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული საზღაურის განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგილას. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245 თავი II გარიგების ღირებულება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საზღაური გადაიხდევინება შესაბამისი მომსახურების გაწევისთანავე. 2. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს მასთან სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისი მოქმედებისათვის საზღაურის გადახდამდე და გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე. 3. ნოტარიუსი ვალდებულია: ა) დაინტერესებულ მხარეს გააცნოს სანოტარო და სხვა მოქმედებათა შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის განაკვეთები; ბ) სანოტარო წესით დამოწმებულ ყველა დოკუმენტზე მიუთითოს გადახდილი საზღაურის ოდენობა. 4. ნოტარიუსი მოვალეა გადახდისათვის ვალდებულ პირს საზღაურის მიღებისას წარუდგინოს ანგარიში და მიუთითოს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ნოტარიუსის სახელი, გვარი და სანოტარო ბიუროს მისამართი; ბ) ანგარიშის ნომერი და გაცემის თარიღი; გ) გადახდისათვის ვალდებული პირის სახელი, გვარი და მისამართი; დ) სანოტარო მოქმედებისათვის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ე) გარიგების ღირებულება და გადახდევინებული საზღაურის ოდენობა; ვ) ამ კანონის ის მუხლები, რომელთა შესაბამისადაც მოხდა საზღაურის გადახდევინება. 5. ანგარიშის ერთი პირი რჩება ნოტარიუსს და თან ერთვის სანოტარო საქმის წარმოებას. 6. ნოტარიუსი ვალდებულია ინფორმაცია ამ კანონით განსაზღვრული საზღაურის   განაკვეთების თაობაზე განათავსოს თვალსაჩინო ადგილას. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245 თავი II გარიგების ღირებულება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 3 აგვ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 20 ივლ. 2010

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14¹⁷2273416323643¹2146844734
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…საზღვაო კოდექსი