სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

მუხლი 34². საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 20 დეკ. 2011

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადახდილი საფასური განმცხადებელს უბრუნდება, თუ: ა) განმცხადებელმა განაცხადის შემოტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) საფასური გადაიხადა ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულმა სუბიექტმა; დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არ აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის ასლის დამზადებისათვის ან/და დამოწმებისათვის იქნა გადახდილი საფასური; ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის.

2.საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2285 - სსმ I, №46, 22.12.2009 წ., მუხ.345 თავი VII გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აპრ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 მაი. 2005 – 1 აპრ. 2010 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 3 მაი. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁶133434¹411⁶2133414497734²
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…სანოტარო მოქმედებათა შ…საქართველოს საკანონმდე…ნოტარიატის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…