Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანოტარიატის შესახებმუხლი 38

ნოტარიატის შესახებ

მუხლი 38. სანოტარო მოქმედება

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:სანოტარო აქტების აღსრულებადოკუმენტების შესაბამისობამიზნობრივი შეფასება (იპოთეკა, საგადასახადო, სასამართლო)მედიაციაგადაცემის პროცედურები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹5

1.ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს; ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას; გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას; დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას; ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან; ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს; ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს; პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს; ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს; რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს; ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.

2.ამ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს.

3.სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.

4.ნოტარიუსი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან.

4¹.ნოტარიუსს აქვს ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლება. ნივთის საჯაროდ შეთავაზება ხდება ელექტრონული აუქციონის ან/და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საჯარო შეთავაზების ფორმებს, აგრეთვე საჯარო შეთავაზებისათვის გამოყენებულ ელექტრონულ საშუალებებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. ნივთის საჯაროდ შეთავაზების უფლებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი ასევე უფლებამოსილია კონსულტაცია გაუწიოს დაინტერესებულ მხარეს.

5.ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.

წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 38¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანოტარო წესით შედგენილი სესხის ხელშეკრულების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • იურიდიული თარგმანისერვისის გვერდი
  • იურიდიული თარჯიმნობასერვისის გვერდი
  • მემკვიდრეობის და გაყოფის მიზნებისთვის ქონების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №29

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნოტარიატის შესახებ

  • 48პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების გამოთხოვა
  • 5სანოტარო მოქმედება
  • 8სანოტარო მოქმედების საიდუმლოება

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 3ნოტარიუსის ფუნქციები
  • 7ნოტარიუსის უფლებები
  • 8ნოტარიუსის ვალდებულებანი

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 23სანოტარო მოქმედებების შესრულება

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 3სანოტარო მოქმედებათა ანაზღაურების წესი
  • 4საზღაურის გადახდევინების ვადა
  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი
  • 19მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3431485837823201938
მნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საკონსულო საქმიანობის …სანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026