1.ერთ დევნილზე, ლტოლვილსა და დამატებითი დაცვის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობის ოდენობა შეადგენს 45 ლარს.
2.დევნილთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს განსაზღვრავს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ხოლო ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირებს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
3.დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე ყოველთვიური შემწეობა გამორიცხავს საარსებო შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს, აირჩიოს დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობა ან საარსებო შემწეობა.
4.სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის მიმღები პირების განსაზღვრის მიზნით, არაუგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა (არასამუშაო დღის შემთხვევაში − მომდევნო სამუშაო დღეს), ელექტრონული რეესტრის სახით აწვდიან სააგენტოს დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა სრულ სიას.
5.სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სიების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უბრუნებს ინფორმაციას ამ წესით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ.
6.სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, სააგენტოს უგზავნიან დაფინანსების მოთხოვნას დევნილის, ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე ყოველთვიური შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ (ელექტრონული რეესტრის სახით − შესაბამისი ინფორმაციით), სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმატით.
7.სააგენტო, დევნილის სტატუსის მქონე პირთა შემთხვევაში, სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან მიღებული ელექტრონული რეესტრის, ხოლო ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ელექტრონული რეესტრის საფუძველზე, უზრუნველყოფს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების გადარიცხვას.
8.თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღების უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შემწეობის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ამ პირის სახელზე ხსნის საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშს, რომელზეც ყოველთვიურად ირიცხება ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხა. საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშზე ჩარიცხული თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ პირის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ან სრულწლოვანების მიღწევამდე, ან არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში – მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციას სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აწვდის შეთანხმებული ფორმატით.
10.თუ მხარდაჭერის მიმღებ პირს წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის თანხების მიღების უფლება, შემწეობის თანხას იღებს უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირი ან მისი მხარდამჭერი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
11.სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
12.დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 08.06.2026წ. თავი III 4 . მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ.

