სოციალური დახმარების შესახებ

მუხლი 10⁶. ანაზღაურების დანიშვნისა და გაცემის პრინციპები

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 5 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახი მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციის მომენტისათვის, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ბაზაში  და  მისი  სარეიტინგო  ქულა უნდა  აღემატებოდეს 120000-ს (ას ოცი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაური მინდობით აღმზრდელის ოჯახზე.

2.მინდობით აღზრდის (გარდა ნათესაური მინდობით აღზრდისა) ანაზღაურების მიღება გამორიცხავ ს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვლისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მონაცემთა ბაზების შედარება და ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

4.ამ წესის 10 4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, ასევე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 22.01.2013წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილება №407– ვებგვერდი, 19.08.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №824 – ვებგვერდი, 31.12 .2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №154 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. თავი III 5 . სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების პრინციპები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის დადგენილება №1 86 – ვებგვერდი, 21 .02.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10²11¹10⁴10173⁹4165171737010⁶
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…შვილად აყვანისა და მინ…სოციალური დახმარების შ…“მიზნობრივი სოციალური …სოციალურად დაუცველი ოჯ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №52 · ბოლოს შემოწმდა