1.რეინტეგრაციის შემწეობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) ბავშვისათვის – თვეში 125 ლარით; ბ) განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 200 ლარით.
2.ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის შემთხვევაში ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს ან დაექვემდებარება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანოს − რეგიონული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №93 - ვებგვერდი, 01.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №1 42 – ვებგვერდი, 28 .
03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22 .
01.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №100 – ვებგვერდი, 12.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №486 – ვებგვერდი, 31.12.2024წ.

