სოციალური დახმარების შესახებ

მუხლი 10⁴. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა

რედაქცია №52 კონსოლიდირებული · 5 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით; ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 31 ლარით; გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით; დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით; ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის  – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით; ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით; ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) −  ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით.

2.„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 25 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 41 ლარს.

3.18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია,  იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას და არ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს, სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს სრულ თვეზე 600 ლარს, ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში – 200 ლარს. სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ფორმდება თვის ნებისმიერი რიცხვიდან ან/და წყდება თვის დასრულებამდე, ასანაზღაურებელი თანხა  ერთი კალენდარული დღისთვის შეადგენს – 20 ლარს, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თვის ანაზღაურება გაიცემა სრულად. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №262-სსმIII, №186, 30.12.2008წ., მუხ.1939 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19თებერვლის დადგენილება №46 - სსმIII, №22, 25.02.2010წ., მუხ.269 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №100 - ვებგვერდი, 28.02.2011წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №142 – ვებგვერდი, 28.03.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 22.01.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №669 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №824 – ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 იანვრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 24.01.2022წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 თებერვლის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 20.02.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №618 – ვებგვერდი, 30.12.2025წ. თავი III 3 . დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის  მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 5 ივნისის დადგენილება №250 - ვებგვერდი, 08.06.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³10⁶10⁷1011173⁹40462475707110⁴
მნიშვნელობით ახლოსსოციალური დახმარების შ…შვილად აყვანისა და მინ…სოციალური დახმარების შ…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №52 · ბოლოს შემოწმდა