საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

მუხლი 3¹. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმ

რედაქცია №39

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ან/და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34​ 1 მუხლით დადგენილი საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.

2.საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

3.საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების დასადგენად ცენტრი იკვლევს დაწესებულების უფლებამოსილებას, განახორციელოს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამები და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №93/ნ  - ვებგვედი, 27.09.2023წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 11.09.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹63⁶6295049²2526356133¹
მნიშვნელობით ახლოსზოგადი განათლების შესა…საქართველოში გაცემული …უმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…ჯანმრთელობის დაცვის შე…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა